მომღერალი და ტელეწამყვანი, ზურა მანჯავიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ბაბუა გახდა, გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო.
მან ისაუბრა შეგრძნებაზე, თუ როგორია იყო ბაბუა. მომღერალი ამბობს, რომ ფაქტობრივად მისი ცხოვრება თავიდან დაიწყო:
ექსკლუზიური ფოტო: 9-წლიანი ლოდინის შემდეგ ზურა მანჯავიძე გოგონას ბაბუა გახდა: „სიყვარულის ნაყოფი“ – ასე ითარგმნება მისი სახელი იაპონურიდან…“
ნებისმიერი რამის ინტერესი ჰქონდეს, ყველაფერში დავეხმარები…
„ახალშობილი ვარ ფაქტობრივად, ცხოვრება თავიდან დავიწყე. გავდივარ თითქოს იმ ეტაპებს, რომელსაც ახალდაბადებული ბავშვი გადის.
სახლიდან გასვლა არ მინდა, მინდა ჩემთან იყოს სულ ბავშვი. მინდა, რომ სხვამ რაღაცა ვერ მოახერხოს ბავშვთან დაკავშირებით და ეს მე გავაკეთო…
რომ გავიგე შვილიშვილს ველოდი, ვიტირე… მამობრივი ინსტინქტები თავიდან გაცოცხლდა ჩემში…“ – ამბობს მომღერალი.
ცნობისთვის, ზურა მანჯავიძე ბაბუა გახდა. მის ოჯახში გოგონა დაიბადა, რომელსაც იაპონური სახელი, აიკო დაარქვეს.