LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სამი ტყუპი ძმა ცინდელიანები: „პანსიონატებში ვმღერით, რადგან არც ერთი ბებია და ბაბუა აღარ გვყავს და ყველა ხანდაზმულ ადამიანში მათ ვხედავთ…“

138
ffec24da-3f7f-4f4f-9fa9-537bd5655777

„დღის პოსტს“ სამი ტყუპი ძმა, ცინდელიანები ესტუმრნენ, რომლებიც არაჩვეულებრივად მღერიან. პატარები ამბობენ, რომ ხშირად ატარებენ კონცერტებს ხანდაზმულებისთვის, პანსიონატებში.

„ერთ დღეს დავსხედით და გადავწყვიტეთ, რადგან არც ერთი მხრიდან არ გვყავს ბებია და ბაბუა, გადავწყვიტეთ, მოვეფეროთ ხანდაზმულ ადამიანებს. ქუჩაში ხანდაზმულს რომ ვნახავთ, ყველაში ჩვენს ბებიას და ბაბუას ვხედავთ და ვეფერებით. პირველად ხანდაზმულთა პანსიონატში რომ წავედით, ძალიან გაუხარდათ. გუშინ ასევე ვიყავით კიდევ ერთ პანსიონატში, „იმედში“, გაუხარდათ ჩვენი მოსმენა და მოილხინეს… ყველა ამბობს ხოლმე, ასეთი დღე რომ გაგვითენდა, გვიხარიაო. ზოგი საკუთარ შვილებს ხედავს ჩვენში. რამდენიმე ადამიანმა იტირა. ზოგს პატრონიც არ ჰყავს, ძალიან მეცოდებიან და მიყვარს. ყველა კონცერტზე თითოეულს ვეხუტებით…“, აღნიშნავენ ტყუპი ძმები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g