LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სანთელს ვანთებდი, უცებ შევკრთი და ვხედავ, მიდის ქალბატონი ნინო ყვავილებით ხელში სხვა საფლავისკენ“ – იზა ომაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრას იხსენებს

5633
2026-02-21_23-34-12_966416

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ბუსა ჟვანიას დედასთან, ნინო ჟვანიასთან შეხვედრას იხსენებს.

„სანთელს ვანთებდი, უცებ შევკრთი და ვხედავ, მიდის ქალბატონი ნინო ყვავილებით ხელში სხვა საფლავისკენ.

მე დავუძახე: ქალბატონო ნინო, თქვენ იცით, რომ თქვენი შვილის სახელი ფიგურირებს ამ საქმეში-მეთქი? ძალიან განერვიულდა…

მე იმ დროს შვილის საფლავს ვადექი და არ ვიცი – მე უფრო უბედური ვიყავი თუ ის“, – ამბობს იზა ომაძე.

ბუსა ჟვანია ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟია. ის ძმებ კაკულიებთან ერთად გასულ კვირას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორად დასახელდა. მასზე ძებნაა გამოცხადებული და ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.

ნიკო კვარაცხელიას დედა – ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“ – საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა

ნინო ქადაგიძე-ჟვანია: „ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – არ უარვყოფთ, რომ კაკულიას მეგობარი იყო, მაგრამ ადამიანს ასეთი რამ დააბრალო, მეორე ტრაგედიაა“

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბუსა ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g