LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სიძესთან ჩარევების გარეშე შემოვიფარგლე… ჯერემი არაჩვეულებრივად, პროფესიონალურად უკრავს საქსოფონზე, გიტარაზე“ – ნინო ჩხეიძე

250
ნინო ჩხეიძე

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მომღერალ ნინო ჩხეიძის ქალიშვილს, მარიკო კორახაშვილს რჩეულმა, ჯერემი ელენორმა ხელი სთხოვა.

ექსკლუზივი: „ხელის თხოვნა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო… ჩემი სიძე კანადელია…“ – ნინო ჩხეიძის პირველი ინტერვიუ ქალიშვილის გათხოვების შესახებ

სასიხარულო ფაქტისა და მომავალი სიძის შესახებ ნინო ჩხეიძემ ექსკლუზიურად „ფორტუნასთან“ ისაუბრა. ახლახან კი მომღერალი სტუმრობდა გადაცემას „დღის პოსტი“, სადაც მან მარიკოსა და ჯერემის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც ნინო ჩხეიძემ აღნიშნა, მისი სიძე პროფესიონალურად უკრავს საქსოფონსა და გიტარაზე.

„ჯერჯერობით შოკის რეჟიმში ვარ, ვერ ვიაზრებ, ვერ მივხვდი, [ეს მდგომარეობა] რა არის… კარგი ბიჭია… სიძესთან ჩარევების გარეშე შემოვიფარგლე.

მე რაღაც ქართული ჩამერთო, კორახამ მითხრა: „თავი დაანებე, 22 წლის უკვე ზრდასრული ადამიანია და როგორც უნდა, რაც უნდა…

რატომღაც ვერ წარმომედგინა უცხოელი სიძე, ჩემს წარმოსახვაში სიძე მეგონა მსმელი [იცინის], თუმცა გადასარევი ბიჭია, სპორტსმენი, სვამს კიდეც.

არაჩვეულებრივად, პროფესიონალურად უკრავს საქსოფონზე, გიტარაზე, ძალიან მუსიკალური ბიჭია“, – აღნიშნა ნინო ჩხეიძემ.

მომღერალ ნინო ჩხეიძისა და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილის ქალიშვილი თხოვდება – ვინ არის მარიამის რჩეული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g