LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სოხუმი – ზღვისპირა ქალაქი, სიკეთით სავსე… ძალიან მტკივნეული იყო საქართველოსთვის, ამ ადამიანებისთვის გათენდა დღე, როდესაც საკუთარი სახლები დატოვეს, ალბათ რამხელა ტკივილს განიცდიდნენ“ – ახალი თაობის თვალით დანახული სოხუმი

138
სოხუმის დაცემის დღე

31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ერთ-ერთ უმძიმეს დღეს, ემოციური სიუჟეტი მიუძღვნა „რუსთავი 2“-ის გადაცემამ „დილა მშვიდობისა საქართველო“, რომელშიც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები საკუთარი თვალით დანახულ სოხუმსა და ამ დღის ემოციებზე საუბრობენ.

„ამ დღის შესახებ პატარაობიდან, ჩემი ოჯახისგან ვიცი. მყავს ნათესავები, რომლებმაც ეს უდიდესი ტრაგედია საკუთარ თავზე გამოსცადეს. როდესაც ისინი ამ დროზე მიყვებიან, სულ ცრემლები მომდის.

როდესაც ვიაზრებ, რომ მათთვის გათენდა დღე, როდესაც უნდა დატოვონ საკუთარი სახლები, რამხელა ტკივილს განიცდიან, რამდენად დაბნეულები და შეშინებულები იქნებოდნენ, როდესაც ამას გაიაზრებდნენ…“ – ამბობს ახალგაზრდა მომღერალი ბარბარე მახათაძე.

„ძალიან რთული იყო საქართველოსთვის, ძალიან მტკივნეული… ჩემი აზრით, სოხუმი ძალიან ლამაზია“, – აღნიშნავს მომღერალი ნიკოლოზ ხარატი.

„ზღვისპირა ქალაქი… სიკეთით სავსე“…

🥹 ახალი თაობის თვალით დანახული სოხუმი

🥹 ახალი თაობის თვალით დანახული სოხუმი 🥰 რა იციან მათ საქართველოს ისტორიის ყველაზე მძიმე მონაკვეთზე? 📍 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა ✍️ #სალომე_ჯიჯელავა

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 26 სექტემბერი, 2024

ნათია ფანჯიკიძე: „სამოთხის მსგავსი აფხაზეთი მომავლისა და განვითარებისთვის მიუვალი, ჩაკეტილი მიწაა და ეს ასე იქნება მანამ, სანამ ცოცხლად დარჩენილი ქართველები არ დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებს, სანამ რუსული ბოროტებისგან არ გავთავისუფლდებით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g