თამუნა მუსერიძე „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გვიყვება იმის შესახებ, თუ რა როლი ითამაშა და როგორ დაუდგა გვერდში მეორე ნახევარი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე ბიოლოგიური მშობლების პოვნაში.
„დავბრუნდით სამეგრელოდან, ბავშვს სკოლა ეწყებოდა და ამიტომ დავბრუნდით, თუმცა ბავშვიც და სანდროც ისე გაერთნენ, წამოსვლა არ გვინდოდა. ვიღაცები მეხუმრებოდნენ, შენ ნათესავები იპოვე და ნათესავებმა – სანდროო. ყველაზე კარგი დრო, მგონი, სანდრომ ატარა, რადგან თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში…“
„და ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გვერდში დგომას. ნათესავების გარდა, რომლებიც ნაპოვნი მყავდა, ძალიან დიდი წვლილი იმაში, რომ ბევრად უფრო გამიმარტივდა ახალგაცნობილ ნათესავებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ჩემმა ქმარმა შეიტანა. ბევრად უფრო კომუნიკაბელურია, ვიდრე მე. მე ასე მარტივად ვერ შევდივარ კონტაქტში, შეიძლება, ასე არ მეტყობა, მაგრამ ძალიან მიჭირს პირველი ნაბიჯების გადადგმა. სანდრომ ძალიან ივაჟკაცა და დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ მე ასე გამიმარტივდა დაახლოვბა ჩემს ნათესავებთან…“
„დასაც შევხვდი“ – თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დასთან პირველი შეხვედრის კადრებს აქვეყნებს