ტეილორ სვიფტმა კიდევ ერთხელ მოახერხა თავისი ერთგული აუდიტორიის გაოცება. 35 წლის პოპ-ვარსკვლავმა ახალი ალბომის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელად გაავრცელა. მისი ახალი ნამუშევრის სახელწოდებაა The Life Of A Showgirl.
ფანების მოლოდინი კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც Empire State Building-ზე გამოჩნდა მინიშნება მომავალი მუსიკალური პროექტის შესახებ.
„ინსტაგრამზე“ განთავსებულ ვიდეოში ის შეყვარებულთან, ტრევის კელსთან ერთად ზის.
„მინდოდა რაღაც მაჩვენებინა“, – აცხადებს სვიფტი და იღებს თეთრ ყუთს, რომელზეც ნარინჯისფერი ასოებით წერია TS.
„ეს ჩემი ახალი ალბომია – The Life Of A Showgirl“ – ასე გვაუწყა ახალი პროექტის შესახებ მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა არტისტმა.
ჯერჯერობით ალბომის გამოსვლის თარიღი უცნობია.
შეგახსენებთ, სვიფტის ბოლო სტუდიური ალბომი გახლავთ The Tortured Poets Department, რომელიც 2024 წლის 19 აპრილს გამოვიდა. ეს იყო მისი 11‑ე სტუდიური ალბომი და მართლაც, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. პირველ კვირაში ის მხოლოდ აშშ-ში 2.6 მილიონზე მეტი გაიყიდა, რაც ტეილორის კარიერის რეკორდის წარმოადგენს.
ტეილორ სვიფტმა ახალი ,,ორმაგი” ალბომი, The Tortured Poets Department გაავრცელა
ტეილორ სვიფტის უპრეცედენტო მარცხი ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე”
