LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ მე მომიძღვენი ეს სიმღერა, ერთხელ მაინც შემოგეხედა“ – ზურა შევარდნაძე ეკა მამალაძის ვიდეოს აქვეყნებს და მომღერალს კითხვით მიმართავს

10624
ეკა-მამალაძე

ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ეკა მამალაძის ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეო კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზშია გადაღებული, ეკა მამალაძე ასრულებს ცნობილ სიმღერას „რომ იცოდე ჩემი გულის დარდები“, რომელსაც დარბაზში მყოფი ზურა შევარდნაძეც ჰყვება.

ზურა შევარდნაძე ვიდეოს იუმორნარევ აღწერას უკეთებს და ეკა მამალაძეს მიმართავს:

„თუ მე მომიძღვენი ეს სიმღერა, ერთხელ მაინც შემოგეხედა“.

სოციალური ქსელის მომხმარებლები, ზურა შევარდნაძეს ვიდეოს კომენტარებში ასევე იუმორით პასუხობენ:

„ვერ გიპოვათ ხალხმრავლობაში“, „გურული იუმორი“, „ზურა, რა კარგი ხარ ადამიანო, იხარე და იმზიანე ტურფა მამულში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები