მსახიობი გიორგი ყიფშიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების საკითხს და ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საზოგადოების მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
გიორგი ყიფშიძე ვიდეომიმართვას „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებას საზოგადოებასთან დიალოგი სურს, პირველ რიგში, დაკავებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობაში მონაწილე პოლიციელები კი დაისაჯონ.
„მე არ ვიცი, გაყალბდა თუ არ გაყალბდა [არჩევნები], რამდენად შესაძლებელია თავიდან არჩევნების წამოცინცვლა ამათ ხელიდან, მაგრამ თუ მთავრობას რაღაც კონსენსუსამდე, დიალოგამდე უნდა მისვლა, პირველ რიგში, აუცილებლად, ეს ბავშვები უნდა გაუშვან და ყველა პოლიციელი, ვინც იძალადა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრად უნდა დაისაჯოს“, – აღნიშნავს გიორგი ყიფშიძე ვიდეომიმართვაში.