LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ შენ კვებასა და კვებას შორის დიდი შუალედი გაქვს, იქ ყველა ვარიანტში მუცელი გექნება…“ – როგორ გავიქროთ მუცლის ცხიმი? ნინო ჩერქეზიშვილის (ჩერი) ეფექტური და პრაქტიკული რჩევები

3136
ჩერი

ფიტნეს პერსონალურმა მწვრთნელმა და ნუტრიციონისტმა, ნინო ჩერქეზიშვილმა, იგივე ჩერიმ wellness_podcast-ში სტუმრობისას მუცლის ცხიმის გასაქრობად რამდენიმე რეკომენდაცია გაგვიზიარა.

ვიდეო: რა კავშირია წყლის სმასა და ცელულიტს შორის – ნინო ჩერქეზიშვილის(ჩერი) პრაქტიკული რჩევები

შაქრის შემცირება, სოდიუმის მინიმუმამდე დაყვანა, თუ გაზიან სასმელებზე არის შემჯდარი ადამიანი, ეს ცალსახად ამცირებს ცელულიტს…

„მუცლის ცხიმის გასაქრობად ძილი არის უმნიშვნელოვანეს, მეორეა მოძრაობა.

ჩვენ ქალები, 40 წლის შემდეგ თუ ათლეტებივით არ ვცხოვრობთ და ათლეტებივით მუცლები გვინდა, ეს არაადეკვატური მოთხოვნებია ჩვენი თავის მიმართ.

თუ დღის განმავლობაში ძირითადად გვიწევს ჯდომა, ის ერთსაათიანი ვარჯიში სამწუხაროდ 40 წლის ასაკის შემდეგ არ გყოფნის.

როგორ გადავადგილდებით, როგორ ვსხედვართ, როგორ ტანსაცმელსაც ვატარებთ?

თუ სულ მუდმივად მოჭერილია და მენჯი ამობრუნებულია (არ არის გამართული მთლიან კუდუსუნზე) და ასე ვსხედვართ, ცხიმის გადანაწილება ხდება მოჭერის ქვემოთ და ზემოთ.

ჯდომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კვების გადანაწილებას. თუ შენ კვებასა და კვებას შორის დიდი შუალედი გაქვს, იქ ყველა ვარიანტში მუცელი გექნება“ , – ამბობს ჩერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g