LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უკრაინელი ქალის გამოსვლა ბათუმში – „ვისაც შემთხვევით რუსები გეცოდებათ, კარგად მოუსმინეთ…“

491
elene

ჟურნალისტი ელენე მარგალიტაშვილი ბათუმში, ერას მოედანზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქართველებს იქ მყოფი უკრაინელი ქალი მიმართავს.

ელენე წერს:

„ყველას სათქმელი ???

და ვისაც შემთხვევით რუსები გეცოდებათ, კარგად მოუსმინეთ. რა ვიცი, იქნებ, ცოტა ოდნავ მეტად განიცადონ? აქაც ვერ იღებენ ინფორმაციას? აქაც დევნიან?

და კი, მართალია, ჯერ ქართველების პირდაპირი გაგებით გამყიდველ ნაწილს უნდა შევაგნებინოთ მარტივი ჭეშმარიტებები…“

 

ყველას სათქმელი ???

და ვისაც შემთხვევით რუსები გეცოდებათ, კარგად მოუსმინეთ. რავიცი, იქნებ ცოტა ოდნავ მეტად განიცადონ? აქაც ვერ იღებენ ინფორმაციას? აქაც დევნიან?

და კი, მართალია, ჯერ ქართველების პირდაპირი გაგებით გამყიდველ ნაწილს უნდა შევაგნებინოთ მარტივი ჭეშმარიტებები.

Posted by Elene Margalitashvili on ორშაბათი, 21 მარტი, 2022

უკრაინელი ქალბატონი კი თავის მიმართვაში ამბობს:

„მინდოდა მეთქვა საინფორმაციო ომის შესახებ. ამაზე დიდ იმედებს არ დავამყარებდი. ამას რუსებზე არ ვამბობ, რუსები არიან უკრაინაშიც, საქართველოშიც, ყველგან… რუსეთში მცხოვრებლებზე ვამბობ. ომის 26 დღის განმავლობაში, თქვენ ფიქრობთ, ისინი ვერ მიხვდნენ, რა ხდება? არ მიუღიათ შავი პარკები თავიანთი ჯარისკაცებით? რუსეთში გამოსვლის გეშინიათ, მაგრამ აქ საქართველოში ხომ არავინ დაგიჭერთ? მოდით და დადექით… თქვით, რომ ამ რეჟიმის წინააღმდეგი ხართ… თქვით, რომ ნანობთ, რომ უკრაინელებს ხოცავენ. რუსები არ არიან, ისინი გაიქცნენ, რისგან? ბომბები ეცემათ? არა! სამი თვის წინ რატომ არ გამოიქეცით? 20 წელია თქვენი პრეზიდენტი გარშემო ყველას ანადგურებს… რას ელოდებით?“

 

პოპულალურები