LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვერ მოვახერხე ჩამოსვლა… მრცხვენია, გული მტკივა და ალბათ, ეს არის ის სინდისის ქენჯნა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება…“ – ნინი შერმადინი ილია მეორეს საყვარელ სიმღერას ასრულებს

184
ნინი შერმადინი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ სამწუხაროდ, პატრიარქის პანაშვიდზე ჩამოსვლა ვერ შეძლო, რის გამოც, მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნა ექნება. 

ნინი შერმადინმა პატრიარქის საყვარელი ბერძნული სიმღერაც შეასრულა და ამ სიმღერით დაემშვიდობა.

„2012 წელს, სანამ ამერიკაში წამოვიდოდი დამირეკა თეონა ჯორბენაძემ ფონდ „იანვანადან“ გაწუხებთო და უწმინდესის თხოვნაა, მსოფლიო პატრიარქი გვსტუმრობს და თუ შეძლებთ რომ მოხვიდეთ და ბერძნულად გვიმღეროთო. 

ეს დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ოცნების ახდენა. როგორც ყველა ჩვენთაგანის, უდიდესი ოცნება იყო ჩემი, რომ პირადად შევხვედროდი უწმინდეს… რა თქმა უნდა, გავიქეცი და მას მერე ხშირად ვსტუმრობდი, ხშირად მეძახდა…

ჩვენ ყველა ჩვენებურად ვემშვიდობებით უწმინდესს. სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, მრცხვენია, გული მტკივა და ალბათ, ეს არის ის სინდისის ქენჯნა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. 

მეც ჩემებურად მინდა დავემშვიდობო და კიდევ ერთხელ ვუმღერო მისი საყვარელი სიმღერა უკანასკნელ გზაზე“, – აცხადებს ნინი შერმადინი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g