ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხარაგაულში, მშობლიურ სახლში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.
ტელეწამყვანის თქმით, სურს, რომ სულიერებისთვის სამკურნალო სივრცე შექმნას.
„წლები გავატარე აქ…ეს სახლი ალბათ ორასი წლის არის. ვიცი რა არის სოფლის გემო. ძალიან მინდა ამ სახლის რესტავრაცია გავაკეთო და შევქმნა სამკურნალო სივრცე სულიერებისთვის.
ბებიაჩემის ბიძა იყო დიმიტრი უზნაძე და შესაბამისად რადგან მას უკავშირდება ამ სახლის წინაპრები, ვიფიქრე რომ აქ ფსიქოლოგებს ჩამოვიყვანდი და ა.შ. ხარაგაულში რომ ჩამოვსულიყავი და ამ სახლში არ შემომევლო, რომელიც ძალიან მიყვარს გამორიცხული იყო“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.