ესპანელმა ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ CNN-თან ინტერვიუში კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. საზოგადოებისთვის ინტერვიუს ის ნაწილი გახდა განსაკუთრებით საინტერესო, რომელშიც 37 წლის პიკე ექს-პარტნიორთან, შაკირასთან განშორებისა და მის ამჟამინდელ შეყვარებულზე, კლარა ჩია მარტის შესახებ საუბრობს.
„ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ამაზე საუბრობდნენ. მე სამწუხაროდ ამის კონტროლი არ შემიძლია. მესმის, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს. ვინც მე არ მიცნობს, ჩემს შესახებ მცდარი წარმოდგენა აქვს. თუმცა, რას ვიზამთ, ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა. მე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, შესანიშნავად ვატარებ დროს ჩემს საყვარელ ქალთან ერთად და საკუთარი თავი გამორჩეული მგონია. მაქვს საოცნებო კარიერა, მყავს უმშვენიერესი შვილები და ძალიან კარგი მეგობრები“, – აცხადებს პიკე.
შეგახსენებთ, შაკირა და ჟერარ პიკე 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს 2022 წელს დაშორდნენ, მიზეზი პიკესა და კლარა ჩიას რომანი გახდა.
ჟერარ პიკე 25 წლის შეყვარებულს პაპარაცებისგან იცავს – წყვილის უახლესი გამოჩენა