ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ გადაცემაში „ვეძებ“ თავისი ბიოლოგიური და, რუსო ხორავა მიიწვია.
თამუნა ჰყვება, რომ მის ბიოლოგიურ მამას და თავად ერთნაირი ხალები აქვთ ზურგზე.
როგორც რუსო ხორავამ გადაცემაში აღნიშნა, ეს ხალი მასაც და თითქმის მთელ სანათესაოს აქვს.
„პროდიუსერებმა, რომლებმაც ჩემზე ფილმი გადაიღეს, ულაპარაკოდ აიღეს ბილეთები და გადმოფრინდნენ. გურგენთან ძალიან მორიდებით მივედი და ვუთხარი ინტერვიუ უნდათ მეთქი. მითხრა, რა პრობლემა არისო.
შევედით ოთახში რომ აგვერჩია, რა მაისური ჩაეცვა. როდესაც გამოიცვალა, ზურგზე ზუსტად იმ ადგილზე ჰქონდა ნიშნები, სადაც მე მაქვს. გამოვედი და ვთქვი, რომ გამორიცხულია მამაჩემი არ ყოფილიყო.
მაშინ რუსოს პასუხები ჯერ არ იყო მოსული. ვენდეთ ჩემს გამჩენს, რომელმაც აღმოჩნდა რომ სიმართლე თქვა და მადლობა ამისთვის. მეც და ჩემს შვილსაც გვაქვს ეს ხალი“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.
