ლიეტუვაში გაიმართა კამპანია სახელწოდებით „შეიტანე შობა შენს სახლში“: ვილნიუსის ცენტრში, მერიის მოედანზე, ყველას, ვინც ნაძვის ხის შეძენაზე უარი განაცხადა, ნაძვის ტოტები უფასოდ გადასცეს. ამის შესახებ made in vilnius წერს.
გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელმაც ეს ინიციატივა წამოიწყო, მიაჩნიათ, რომ შობის აღნიშვნაში მთავარი არა დიდი ნაძვის ხეა, არამედ ოჯახთან ერთად გატარებული დრო და ბუნებისადმი პატივისცემა. სწორედ ამიტომ ვილნიუსის მცხოვრებლებს სთხოვეს, არ ეყიდათ მოჭრილი ხეები, არამედ ესიამოვნათ ტყის არომატით, რომელსაც ერთი ნაძვის ტოტიც კი აფრქვევს და ამ გზით ხელი შეეწყოთ მდგრადი მოხმარებისა და პასუხისმგებლიანი ეკოლოგიური ქცევის ტრადიციების განვითარებისთვის.
ნაძვის ტოტებს ამზადებენ მეტყევეები. ტოტები იკრიფება ტყის მოვლისა და გაწმენდითი სამუშაოების დროს, ამიტომ ამ საშობაო კამპანიისთვის ნაძვის ხეებს დამატებით არ ჭრიან.
ვილნიუსში და ლიეტუვის კიდევ 60 ქალაქში, აქციის პირველი დღეს მოსახლეობას 100 ათასზე მეტი ნაძვის ტოტი დაურიგეს.
ინიციატორები გეგმავენ, რომ შეთავაზება ყოველწლიური გახდეს და ნაძვის ტოტების დარიგება თან ახლდეს კონცერტებს, ასევე გლინტვეინისა და ტკბილეულის გაყიდვას.