თამთა ჭელიძე ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოზე ის პატარა გოგონასთან ერთად არის და აღნიშნავს, რომ სამი წელი ამას უმალავდა საზოგადოებას. ბევრმა მისმა გამომწერმა ეს ამბავი დამალული შვილის გამოჩენად აღიქვა, თუმცა თამთა ჟურნალთან ამბობს, რომ ეს ხუმრობა იყო, გოგონა კი სინამდვილეში დევი აბაშიძისა და მარიკო კიკნაძის ქალიშვილია. დევი და მარიკო თამთას დიდი ხნის მეგობრები არიან…
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „სარკის“ 15 იანვრის ნომერში:
„ჩემი უახლოესი მეგობრის შვილთან ერთად გადავიღე ფოტო. ჩემი მეგობრის, დევის იდეა იყო, რომ ეს ფოტო ასეთი წარწერით დამედო სოციალურ ქსელში. ორივე ქერები ვართ, ორივეს ერთნაირ სტილში გვეცვა, ამიტომ გადავიღეთ ეს ფოტო. ძალიან ბევრმა დაიჯერა ეს სისულელე, რომ თითქოს სამი წელია, შვილს ვმალავ და ახლა გამოვაჩინე. დღემდე უამრავი ზარი შემომდის ტელეფონში, ზოგი პირდაპირ მოლოცვაზე გადადის. ისეთმა უახლოესმა დაქალებმაც კი დაიჯერეს, რომლებსაც ხშირად ვნახულობ ხოლმე. ასეთმა რეაქციებმა ჭკუიდან გადამიყვანა. კარგად გამოუვიდა ჩემს მეგობარს ასეთი ხუმრობის მოფიქრება, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდიო რომ ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა“.