სექსოლოგთა ჯგუფმა წყვილებს შორის ღალატის მთავარ მიზეზად, ერთმანეთის გაგების უნარის არ ქონა დაასახელა.
როგორ გაირკვა როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთის არ ესმით, ღალატის ალბათობა ძალიან დიდია.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ საუბრები და დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა ურთიერთობისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია. არადა, ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. რაც უფრო ხშირად იგნორირდება რომელიმე ემოცია, თხოვნა თუ პარტნიორის გრძნობები, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ მეორე ნახევარს მოუნდება ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც მას უკეთ გაუგებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან საერთო გეგმებზე, ოცნებებზე და იმაზე საუბარი, რაც გაწუხებთ.
სექსოლოგმა აღნიშნა, რომ უბრალო გულითადი საუბარი თუნდაც ძილის წინ საწოლში, წყვილს დაახლოებაშიც დაეხმარება და ღალატისგანაც დაიცავს.
ღალატის მეორე გავრცელებული მიზეზი – მოსაწყენი სექსუალური ცხოვრებაა. ყველა ადამიანს განსხვავებული დონის ლიბიდო აქვს, შესაძლოა წყვილის მოთხოვნილებები ერთმანეთს სულაც არ ემთხვეოდეს და ეს გაუგებრობა მოგვიანებით ღალატში გადაიზარდოს.