LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინმე თქვენს უბანში, ან თქვენს სამსახურთან ნახავთ ღამით ადამიანს გარეთ სძინავს, გთხოვთ გამომიგზავნოთ ფოტო და ზუსტი მისამართი“ – აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

363
ნინო სურგულაძე, დავით ხრიკული

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მიაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებიც ღამეს ქუჩაში ატარებენ.

„ვინმე თუ სადმე ხედავთ, ან თქვენს უბანში, ან თქვენს სამსახურთან, ან სადმე საერთოდ, რომ ღამით ადამიანს გარეთ სძინავს, გთხოვთ გამომიგზავნოთ ფოტო და ზუსტი მისამართი. თითქმის ყველა ვიცით, მაგრამ იქნებ ვინმე ახალი გამოჩნდა, ან ჯერ არ შეგვხვედრია. ამათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათზე მქონდეს ინფორმაცია — მივუტანო საჭმელი, ტანსაცმელი ან მოვუხერხოთ საცხოვრებელი,“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

მისივე ინფორმაციით, საჭიროა მოხალისეებიც, რათა შეძლონ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარონ:

„ვეცდებით უკეთესობისკენ შევცვალოთ მდგომარეობა და თქვენი იმედი გვაქვს,“ — აღნიშნავს ქველმოქმედი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g