LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვის სურს, რომ მათი 12 წლის შვილი ასე გამოიყურებოდეს?“ – კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა

108
page

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის უფროსი ქალიშვილი, ნორდი პატარა ასაკიდანვე პოპულარულია. ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებით ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად ნორდმა ახალი ფოტოები გაავრცელა და გამომწერები და საზოგადოება შოკში ჩააგდო.

12 წლის გოგონა თავის მეგობრებთან ერთად პოზირებდა. მას ცისფერი ნაწნავები ჰქონდა, ლურჯი ლინზები ეკეთა, კბილებზე კი ვერცხლისფერი, მასიური „გრილზები“ ჰქონდა მორგებული. მისი სახე ტატუებით იყო დაფარული. სწორედ გოგონას ვიზუალი გახდა საზოგადოების კრიტიკის საგანი.

„ის ხომ მხოლოდ 12 წლისაა!“, „ვის სურს, რომ მათი 12 წლის შვილი ასე გამოიყურებოდეს?“, „იყავი ბავშვი, ნორდ“, „იმედია ეს ფეიკ ტატუებია“, – არ წყდება კომენტარები.

„ეს იყო ბოლო წვეთი… მასთან ერთად არასდროს იცოდი, დილით რა დაგხვდებოდა“ – კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან ტოქსიკურ ურთიერთობაზე ღიად პირველად ისაუბრა

„კანიე კაბაში, მამის ასლია“ – მედიაში კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 12 წლის ქალიშვილის ვიზუალს აკრიტიკებენ

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 12 წლის ქალიშვილის ექსტრავაგანტური გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები