30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ – „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება, ნატოს წევრი გამხდარიყო“ შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.
ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „პრემიერ-მინისტრს სრული სიმართლე ილაპარაკა:
„საერთაშორისო პარტნიორებმა, ვინ რა თქვეს, მე არ ვიცი, არ მიყურებია ნამდვილად, თუმცა, ამოფარებული არიან საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ, ხშირად გვლანძღავენ ხოლმე..
რა თქმა უნდა, ვუსმინე პრემიერ-მინისტრს რაც ილაპარაკა, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს არ იყო ახალი, მე მგონი, პირველად არ გაუჟღერებია.
თვით ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ „აი, ნატოს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, უკან არ დავიხევთ“. ეს, ვითომ პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ, სამწუხაროდ, ისეთი რაღაც შეფუთეთ..
ახალი რა გაიგონეთ მაგაში, არ ვიცი, ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია“, – თქვა შს მინისტრმა ჟურნალისტებთან.
„Говорит Москва!“ – რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე