მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში დიმიტრი ქვაჭრელიშვილის წერილს აქვეყნებს.
როგორც წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი წერილში აღნიშნავს, ბოლომდე იქნება ნიკოს ოჯახის გვერდით და ყველგან სიმართლეს იტყვის.
„გამარჯობა ქალბატონო იზა. ვიზიარებ და ვტირი თქვენი დაკარგული შვილის გამო. მე მესმის თქვენი და არც არაფერი მწყინს. დასამალი არაფერი არ მაქვს და ბოლომდე ვიქნები თქვენს გვერდით და სიმართლეს ვიტყვი ყველგან. ამაზე არ იდარდოთ“, – წერს დიმიტრი ქვაჭრელიშვილი იზა ომაძისთვის გაგზავნილ წერილში.
