სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების 245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ხელისუფალთ და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ნამდვილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყნები და მოსახლეობა.
ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო“, – წერია განცხადებაში.