LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელიწადზე მეტია ერთად ვიბრძვით პატარა სანდროს გადასარჩენად, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე აქვს! ამ ოჯახისთვის ახლა ღმერთის, ექიმების და ჩვენ გარდა აღარავინ არსებობს“ – 8 წლის სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება

154
სანდრო ელოშვილი

8 წლის სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ბიჭუნა ავთვისებიან სიმსივნეს უკვე 1 წელზე მეტია ებრძვის, ოჯახმა კი ყველანაირი რესურსი ამოწურა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი გვიზიარებს.

„მეგობრებო! წელიწადზე მეტია ერთად ვიბრძვით პატარა სანდროს გადასარჩენად, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე აქვს! სულ რაღაც რვა წლისაა ეს პატარა კაცი, რომელმაც უკვე იმდენ ტკივილს გაუძლო, ღმერთმა არც ერთს არ გვანახოს… ვერ მივატოვებთ რა! ოჯახს აღარაფერი გააჩნია, ანგარიშებიც კი დაყადაღებული აქვთ, მეორე შვილიც შშმ პირი ჰყავთ და დედას გეფიცებით ამ ოჯახისთვის ახლა ღმერთის, ექიმების და ჩვენს გარდა აღარავინ არსებობს იმედად და გვერდში მდგომად!

გთხოვთ რა! გავაზიაროთ აუცილებლად და ვისაც რა შეგვიძლია და დღეს რაც მოესწრება!“ – წერს სანდრო ელოშვილი.

დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ აღნიშნულ ანგარიშებზე:

TBC

#GE32TB7609945061600014

BOG

#GE54BG0000000161381454

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g