LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლის წყვილი“ – ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის უტკბილესი ფოტოები

244
page

ტეილორ სვიფტი და მისი შეყვარებული, ტრევის კელსი კანზას-სიტიში, ერთ-ერთ ბარში წვეულების დროს გადაიღეს. წყვილი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდა, ეხუტებოდა და კოცნიდა. სწორედ აღნიშნულმა ფოტოებმა დაიმსახურა საზოგადოების ყურადღება.

„წლის წყვილი“, „უსაყვარლესი წყვილია“, „საოცრად უხდებიან ერთმანეთს“, – რა წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტისა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ერთად უკვე რამდენიმე თვეა არიან. ვარსკვლავური წყვილის რომანი სექტემბერში დაიწყო და მედიის ცნობით, ყოველდღიურად ვითარდება. ტეილორმა უკვე ტრევისის დედაც გაიცნო. ინსაიდერების ცნობით, მომღერალი ძალიან ბედნიერია და შესაძლოა ეს ურთიერთობა ქორწინებითაც დაგვირგვინდეს.

„კარმა, ეს ის ბიჭია ეკრანზე და ის დღეს ჩემთან სახლში მოდის!“- ტეილორ სვიფტმა სიმღერის ტექსტი შეცვალა და შეყვარებულს საჯაროდ მიმართა – ვიდეოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

როცა სადედამთილომ მიგიღო – ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის დედის ჰარმონია – 71 წლის დონას ინტერვიუში რაღაც დეტალი წამოსცდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები