ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ თავისი მეორე ელექტრომობილის — Xiaomi YU7 — გაყიდვების დაწყების თარიღი ოფიციალურად გამოაცხადა.
მოდელის დებიუტი 22 მაისს შედგა, ხოლო პირველი კლიენტები მანქანებს ივლისიდან მიიღებენ.
Xiaomi YU7-ის მახასიათებლები:
ძრავის სიმძლავრე: 690 ცხენის ძალა.
800 ვოლტიანი ელემენტი (სწრაფი დამუხტვა).
დიზაინი: ბესტსელერ SU7-ის სტილშია შესრულებული.
ავტომობილის წარმოება პეკინის ქარხანაში უკვე დაწყებულია. ადგილზე გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ათასობით მზა YU7 უკვე ელოდება ტრანსპორტირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას სურს თავიდან აიცილოს იმავე ტიპის გრძელი რიგები, რაც SU7-ის შემთხვევაში იყო.
ფასი: YU7-ის სავარაუდო საწყისი ფასი — 245 900 იუანია.
შედარებისთვის:
SU7 — 215 900 იუანი ღირს.
Tesla Model Y (საბაზისო ვერსია) — 263 500 იუანია.
Tesla Model Y Long Range AWD — 313 000 იუანი.
საინტერესოა, რომ Xiaomi ამავე პერიოდში ასევე ახალ სმარტფონს და პლანშეტსაც წარადგენს.
