LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-ს ელექტრომობილის მყიდველთა 50%-მა შეკვეთა გააუქმა

109
xiaomi

Xiaomi-ს ელექტრომობილზე გაფორმებული შეკვეთების ნახევარზე მეტი გააუქმეს. ბოლო ინფორმაციით, მოდელის შეძენაზე უარი მყიდველთა 55%-მა განაცხადა. ამასთან, უკვე გადახდილი შეკვეთების რაოდენობა Xiaomi-ს 60 ათასამდე უფიქსირდება. მათ შესრულებას რამდენიმე თვე დასჭირდება, რადგან წარმოების მკვეთრად გაზრდის შესაძლებლობა ბრენდს უბრალოდ არ აქვს.

Xiaomi-ს პირველი ავტომობილის გაყიდვების სტარტის ოფიციალურად დაწყებიდან 24 საათში წინასწარი შეკვეთების რიცხვი 88 989 იყო. შეკვეთის გასაფორმებლად დეპოზიტის – 5 ათასი იუანის შეტანა იყო საჭირო და მყიდველს გადასაფიქრებლად 7 დღიანი ვადაც ეძლეოდა. როგორც ჩანს, პოტენციურ მყიდველთა ნაწილი მოლოდინის ვადებმა ძალიან შეაშინა და შეკვეთების გაუქმება დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები