LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi სამ ახალ მოდელს ამზადებს

112
xiaomi-names-2nd-ev-model-yu7-launch-expected-in-jun-or-jul-v0-pdKJzQv_JqB_l-34_v_XvssfxScz0oX-vtzEFMGRdag

კომპანია Xiaomi ბაზარზე სამი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს, წერს pandaily. ამ სამეულიდან რეალურად ახალი მოდელი მხოლოდ ერთი იქნება – დიდი კროსოვერი YU9, ხოლო დანარჩენი ორი არსებული YU7-ისა და SU7-ის ვარიაციებს წარმოადგენს.

Xiaomi YU9 ახალგაზრდა ბრენდის ყველაზე ოჯახურ მოდელად პოზიციონირდება. მის მთავარ მომავალ კონკურენტებად სახელდება Lixiang L9 და Aito M9. კროსოვერის სიგრძე დაახლოებით 5,2 მეტრს მიაღწევს. იმისათვის, რომ აკუმულატორის ზომა ზედმეტად არ გაიზარდოს ან არ შემცირდეს სავალი მარაგი, Xiaomi YU9-სთვის ჰიბრიდულ ძალოვან დანადგარს ამუშავებს. კროსოვერი ხელმისაწვდომი იქნება ექვს ან შვიდადგილიანი სალონით.

YU7 GT უნდა გახდეს მოქმედი SU7 Ultra-ს ყველგანმავალი ანალოგი – ტექნოლოგიური, ძლიერი და სწრაფი, თუმცა შედარებით კომპაქტური კროსოვერი. Xiaomi გეგმავს ამ ვერსიის ევროპაში გაყიდვას, ხოლო gamocdis პროცესში ნიურბურგრინგზე ტესტირება იგეგმება. ამ შემთხვევაში ელექტრომობილის მთავარ კონკურენტად განიხილება Tesla Model Y-ის ყველაზე მძლავრი ვერსია.

რაც შეეხება SU7-ის ოჯახის გაფართოებას, ეს მოხდება დაგრძელებული სედანის გამოშვებით, ინდექსით L. სიგრძეში მატება დაახლოებით 200 მილიმეტრი იქნება. Xiaomi-ის მიზნობრივ აუდიტორიად მიიჩნევენ იმ მყიდველებს, რომლებიც აფასებენ კომფორტსა და უკანა რიგში სივრცეს.

ახალი მოდელების ბაზარზე გამოსვლის ზუსტი ვადები ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ყველა მათგანი უკვე გადის საგზაო ტესტირებას. დიდი კროსოვერის პროტოტიპის ფოტოები ჯერ კიდევ ზაფხულში გამოჩნდა, ხოლო SU7 L-ის ვერსიის დებიუტი შესაძლოა დაემთხვეს SU7-ის რესტაილინგს – შენიღბული ელექტრომობილი უკვე შენიშნეს გზებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები