LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ხელოსანი გარდაიცვალა

113

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ინფორმაცია “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება ავტოსახელოსნოში მომხმარებელსა და ერთ-ერთ თანამშრომელს შორის მოხდა, რის შემდეგაც მომხმარებელმა ხელოსანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირმა მანქანა ავტოსახელოსნოში მიიყვანა, ხელოსანმა სთხოვა, დაეცადა, რის შემდეგაც მამაკაცმა მას ესროლა.

ხელოსანი კლინიკაში მალევე გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები