LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილმა აგენტმა აღიარა, თუ როგორ უთვალთვალებენ ადამიანებს სმარტფონებისა და ლეპტოპების მეშვეობით

450
fbi-agent-fb-1200x630-1

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ჯონ კირიაკუმ  YouTube არხს LADbible Stories სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც მოქალაქეებზე თვალთვალის შესახებ დეტალურად ისაუბრა. ჯონმა დააზუსტა, თუ როგორ შეუძლია დაზვერვას გამოიყენოს ჩვეულებრივი ადამიანების გაჯეტები, იქნება ეს სმარტფონი თუ ლეპტოპი.

მაყურებლებმა კირიაკუს ჰკითხეს: „ისმენს თუ არა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ჩვენს საუბრებს სმარტფონებისა და ლეპტოპების კამერების მეშვეობით?“

ყოფილმა ანალიტიკოსმა უპასუხა, რომ დაზვერვა ნამდვილად აკეთებს ამას.

„დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმა ჩემთვის უსიამოვნოა (…). მათ შეუძლიათ აკონტროლონ თქვენი Smart ტელევიზორი, გამოიყენონ დინამიკი როგორც მიკროფონი და მოუსმინონ ყველაფერს – მაშინაც კი, როცა ტელევიზორი გამორთულია“, – განაცხადა კირიაკუმ.

მან გაიხსენა 2017 წელი და კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც FBI-ს ერთ-ერთმა ტექნიკურმა თანამშრომელმა მოაწყო. თუ ამ ინფორმაციას დავუჯერებთ, ამერიკის დაზვერვას ნებისმიერი ელექტრონული მონაცემის მოპოვება და ნებისმიერ სისტემაში შეჭრა შეუძლია.

„მათ შეუძლიათ დისტანციურად აკონტროლონ თქვენი მანქანის ბორტ კომპიუტერი. რისთვის? იმისთვის, რომ გაიძულონ ხიდიდან გადახტეთ, დაეჯახოთ ხეს (…), და ყველაფერი ისე გამოიყურებოდეს, თითქოს ეს უბედური შემთხვევა იყო“, – განაცხადა კირიაკუმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები