ყოფილმა ქართველმა მაღალჩინოსანმა და უკრაინის მოქმედმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძემ, ოფიციალურ შემოსავლად 2016 წელს 1.5 მილიონი გრივნა დაადეკლარირა, კიევში ბინის შესაძენად კი 1 482 480 გრივნა გადაიხადა.
უკრაინული მედიით გავრცელებული ეს მონაცემები ელექტრონული დეკლარაციებით დასტურდება.
გეწაძემ წინა წელს, ხელფასის სახით სულ 360 091 გრივნა გამოიმუშავა, ქონების გასხვისებიდან კი 1 149 750 გრივნა მიიღო.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2016 წელს მისი მეუღლის წლიური შემოსავალი 314 295 გრივნა იყო.
სხვა შემოსავლები
უკრაინაში შეძენილ ბინასთან ერთად, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე საქართველოში 3,5 ათას კვ.მ. მიწის ფართობს ფლობს. მისი მეუღლე კი საქართველოში ორი ბინის მფლობელია.
ამის გარდა, გეწაძემ დაადეკლარირა 40 000 ლარი, 34 000 აშშ დოლარი და 45 000 დოლარი (მისი მეუღლის) ნაღდი ფული.
მას 2 000 ლარი თბილისში, რესპუბლიკა ბანკის ანგარიშზე აქვს, 33 006 გრივნა კი უკრაინულ ბანკში. მის მეუღლეს 10 000 ლარიანი დეპოზიტი თბილისში, თიბისი ბანკში აქვს განთავსებული.
გეწაძის მოძრავი ქონება 30ათასი გრივნადან 165 გრივნამდე მერყეობს. კერძოდ, ორი სურათი, შვეიცარული ბრენდის Breguet–ის საათი და Ritz Fine–ს ოქროს ბეჭედი, რომელიც მის ცოლს ეკუთვნის.
ამის გარდა, მისი მეუღლე (საქართველოში) შპს “ჰეალაინ ინტერნეიშენალის”აქციების 10%–იანი წილის მფლობელია.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ბინის გაქირავებით გეწაძემ გასულ წელს, 375 ათასი გრივნა მიიღო.
რაც შეეხება ვალდებულებებს, გია გეწაძეს თიბისი ბანკში 9 553 ლარიანი სესხი აქვს აღებული.
თამთა უთურგაშვილი