LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ქალი, ვინც გარეგნობაზე ზრუნავს, ამას სხვისი ყურადღებისთვის არ აკეთებს“ – მუდამ ფორმაში მყოფი ჯეი ლო საზოგადოების კრიტიკას პასუხობს და ფოტოების სერიას ავრცელებს

170
page

ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა და პოსტში მისი გარეგნობის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ბევრს მიაჩნია, რომ ლოპესი თავის გარეგნობას გადაჭარბებულ ყურადღებას აქცევს და ამას ყურადღების მისაპყრობად აკეთებს.

„ყველა ქალი, ვინც გარეგნობაზე ზრუნავს, ამას სხვისი ყურადღებისთვის არ აკეთებს, უბრალოდ მას სურს, მუდმივად ლამაზად გამოიყურებოდეს და ამას ის საკუთარი თავისთვის აკეთებს“, – აცხადებს 55 წლის ლოპესი.

მოცეკვავე გოგონასთან ცეცხლოვანი კოცნის შემდეგ, ჯეი ლო აცხადებს, რომ მამაკაცს აღარ ეძებს – 55 წლის არტისტის უახლესი ინტერვიუ

ცნობისთვის, ახლახან, მან განმარტა, რატომ აღარ ეძებს მამაკაცს ბენ აფლეკთან განქორწინების შემდეგ. 55 წლის ვარსკვლავმა, რომელიც AMAs-ის სცენაზე ცეცხლი დაანთო და პერფორმანსისას რამდენიმე მოცეკვავეს მხურვალედ აკოცა, გამოცემა Access Hollywood-ს განუცხადა, რომ ახლა ბევრად უფრო მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე უწინ.

„მაშინ სულ დაძაბული ვიყავი, უნდა დამემტკიცებინა რაღაც… ახლა უბრალოდ მსურს დავტკბე იმით, რასაც ვაკეთებ. მე მამაკაცს არ ვეძებ. ახლა ბედნიერი ვარ და არ მინდა ეს გავაფუჭო. ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ჩემთვის ამ ეტაპზე საკუთარ თავთან და ღმერთთან ურთიერთობაა“, – აცხადებს ვარსკვლავი.

ვიდეო: ვნებიანი კოცნა სცენაზე, სიმღერა ბენ აფლეკზე და ენერგიული ცეკვა – ჯეი ლოს გასაოცარი პერფორმანსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები