„თუ რაიმე კითხვები არსებობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი არა საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებით უნდა განიხილებოდეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნულით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ ბრაიანის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
კალაძის თქმით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალეა, რადგან რთულია დღეს რაიმე დამალო.
რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია: „მფლობელი საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“
„დასამალი არაფერია – ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა და თუ რაიმე კითხვები არსებობს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს საკითხი სხვა ქვეყნებთან მიმართებით უნდა განიხილებოდეს და არა საქართველოსთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მანვე აღნიშნა, ასევე გაუგებარია მინიშნება რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აქვს გაცხადებული რეფორმების მნიშვნელობაზე.
ჯიმ ო’ ბრაიანი: გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვეცოდინება, რა იტვირთება საქართველოდან რუსეთში დაბრუნებულ თვითმფრინავებში
ო’ ბრაიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რომ შეზღუდონ საბრძოლო მასალებისთვის საჭირო ნივთების რუსეთში გადაზიდვა.
„მე რატომ მისვამთ ამაზე შეკითხვას? ადამიანი რას ფიქრობს, ინტერვიუში ვის და რას გულისხმობს, მე როგორ გითხრათ? ქვეყანაში რეფორმები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა, ვინც ამას აკეთებს.
2012 წლიდან მოყოლებული თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია.
ყველა წარმატება უკავშირდება იმ წლებს, რომელიც ასოცირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდთან. რა თქმა უნდა, რეფორმების განხორციელება და მისი გაგრძელება მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია, დღეს რაღაც გააკეთო და გაჩერდე. ეს პროცესი გრძელდება და ცხადია, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის შეფასებით, მოქმედი ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას დააზიანებს:
სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი ბათუმში გაჩერდება: „შემოსვლა კომერციული ხასიათისაა“
„დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია რაღაცის დამალვა. მაგიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, მით უმეტეს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებით.
ნებისმიერ საკითხსა და თემაზე ყველას მიუწვდება ხელი. რა თქმა უნდა, არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისთვის“. – განაცხადა კახა კალაძემ.