LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი დღესვე მოვასწარით. ჩამოვიტანეთ საცხოვრებელი კონტეინერი…ამაღამ ქუჩაში კი არა, თავის საწოლში დაიძინებს და ეს ყველაფერია“ – რას წერს აკა სინჯიკაშვილი

385
2025-04-01_01-43-44_087748

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგი სიკეთის შესახებ გვიყვება.

მისი თქმით, ერთ-ერთი უსახლკარო ადამიანისთვის კონტეინერის შეძენა შეძლეს და ამაღამ ის თავის საწოლში დაიძინებს.

როგორც აკა წერს, მათ კიდევ 4 კონტეინერიც აქვთ და მინიმუმ სამი ადამიანი მოშორდება ქუჩას.

„ყველაფერი დღესვე მოვასწარით.
ჩამოვიტანეთ საცხოვრებელი კონტეინერი, დავუდგით და მოვუწყობთ ავეჯით, ტელევიზორით და საერთოდ რაც დასჭირდება, ყველაფრით.

ამაღამ ქუჩაში კი არა, თავის საწოლში დაიძინებს და ეს ყველაფერია და მთავარი სასწაული – ერთის კი არა, უკვე ოთხი კონტეინერის ფული მოვაგროვეთ. ნელ ნელა აგვიწყობენ და მარტო ეს კაცი კი არა, მინიმუმ კიდევ სამი ადამიანი მოშორდება ქუჩას.

ასე მივყვებით და უზარმაზარი იმედი გვაქვს, რომ ერთ დღესაც ბავშვობის ოცნებას ავისრულებთ და ვიტყვით, რომ ქუჩაში არავის აღარ სძინავს.
მთელი გულით ვცდით და აუცილებლად გამოგვივა.
მილიონი მადლობა თქვენ, ყველას.
ადამიანი ბედნიერი იძინებს.
ღამე მშვიდობის“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g