მსახიობისა და მომღერლის, ლაშა რამიშვილის მეუღლე, ბელა ნოზაძე ჟურნალ „თბილისელებთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ლაშას რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარა.
ბელას თქმით, მან და მისმა მეუღლემ ერთმანეთი შეავსეს და ზუსტად იმ დროს გამოჩნდა ლაშას ცხოვრებაში, როდესაც ძალიან სჭირდებოდა.
„ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. მე ეს ყველაფერი არც კი ვიცოდი. ვფიქრობ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი და მას ზუსტად ჩემნაირი თანამგზავრი სჭირდებოდა. მე მაშინ კიდევ უფრო პატარა ვიყავი, 17-18 წლის და ყველაფერი უნებლიეთ, ყოველგვარი გათვლის გარეშე მოხდა.
აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ დროს გამოვჩნდი მის ცხოვრებაში, როცა მას ეს ძალიან სჭირდებოდა და ჩვენ ერთმანეთი შევავსეთ. ეს ყველაფერი რომ გავიგე, ჩვენ უკვე შეყვარებულები ვიყავით. მერე და მერე საუბრებში მიყვებოდა რა და როგორ იყო და მეუბნებოდა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვათრიე. თვითონ ამბობს ხოლმე, სამაშველო რგოლივით ხარო და ასე გამოვიდა, ერთად გამოვედით იმ მდგომარეობიდან და დღემდე მოვდივართ”, – საუბრობს ბელა ნოზაძე.
„ვფიქრობ, 100-ჯერ მეტს იმსახურებს ჩემი მეუღლე“ – როგორ ახასიათებენ მეუღლეები ერთმანეთს
ვიდეო: „როგორ მომენატრა შენი მოფერება” – ლაშა რამიშვილმა მეუღლეს ემოციური სიმღერა მიუძღვნა
როგორ ანებივრებს მეუღლეს ლაშა რამიშვილი: „საგზური მაჩუქა ჩემს დაბადების დღეზე და პარიზში წამიყვანა…“