ყველაზე ხშირად დასმული კითხვები კოსმეტოლოგიურ კაბინეტში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.
„რა მჭირდება“?
ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა „რა მჭირდება“, პაციენტი, რომელიც მოდის პირველად კონსულტაციაზე, ბუნებრივია აქვს კითხვები. კითხვაზე „რა მჭირდება“, მაქვს თანმხვედრი კითხვა „თქვენ რისი გაუმჯობესება გსურთ“. არის შემთხვევები, როცა პაციენტს ურჩევ ერთს და ირჩევს მეორეს, უმეტეს შემთხვევაში პაციენტი გენდობა და ნდობის მომენტი პრიორიტეტია.
„რამდენჯერ უნდა ჩავიტარო?“
ერთჯერადად ჩატარებული პროცედურა არის ყოველთვის ეფექტური, მაგრამ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, საჭიროა კურსის ჩატარება, იქნება ეს ინექცია თუ აპარატურული პროცედურები, რომ საჭიროა პერიოდულად გამეორება შედეგის შენარჩუნების კუთხით.
„ბოტოქსის გაკეთება არ შეიძლება, მერე უფრო მეტი ნაოჭი ჩნდება“
პაციენტებს, რომლებიც პირველად ეხებიან ამ სფეროს, ჰგონიათ, რომ ბოტოქსის შემდგომ კანი ჩამოუვარდებათ და პრობლემები ექნებათ. ეს არის პრეპარატი, რომელიც ფართო მედიცინაში გამოიყენება.
რაც ეხება ფილერებს, არსებობს გარკვეული ზონები, სადაც გვჭირდება სპეციალური ტექნიკა, პრეპარატი, და საჭიროა სპეციალისტმა სწორად შეარჩიოს.
„მერე რომ აღარ გავიკეთო რა მოხდება“?
კანი, ისევე როგორც ნებისმიერი ორგანო საჭიროებს მოვლას. კანსაც სჭირდება, როგორც სხვა ორგანოებს მკურნალობის კურსის ჩატარება. შემდგომ გვჭირდება შემანარჩუნებელი ეფექტი, მინიმალური რაოდენობით და პროცედურებით ვინარჩუნებთ შედეგს.