LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები ენდოსფეროსა და კავიტაციასთან დაკავშირებით – სილამაზის აკადემია

426
შალვა აბულაძე

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები ენდოსფეროსა და კავიტაციასთან დაკავშირებით – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა. 

რა არის ენდოსფერო?

ენდოსფერო არის არაინვაზიური, იტალიური ტექნოლოგიაზე დაფუძნებული თერაპია, რომელიც მიკროვიბრაციის მეშვეობით აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს, კანს ამკვრივებს და ამცირებს ცელულიტს.

რისთვის გამოიყენება ენდოსფერო?

  • ცელულიტის შემცირება
  • სხეულის მოდელირება
  • კანის გამკვრივება
  • ტკივილის შემსუბუქება (სპორტული აღდგენა)

მტკივნეულია თუ არა პროცედურა?

პირველ სესიებში მსუბუქი დისკომფორტი მოსალოდნელია, განსაკუთრებით შეშუპების ან ცელულიტის გამოხატული ფორმისას. შემდგომ სესიებზე პროცედურა ჩვეულებრივ დამამშვიდებელი და სასიამოვნოა.

რამდენი სესიაა საჭირო შედეგის მისაღებად?

საშუალოდ რეკომენდებულია 6-დან 12 სესიამდე. ხილული შედეგი ხშირად ჩანს 3-4 პროცედურის შემდეგ.

რამდენ ხანს გრძელდება ერთი სესია?

დაახლოებით 45 წუთიდან 1 საათამდე, პროცედურის ზონის მიხედვით. 

რა არის კავიტაცია?

კავიტაცია არის ულტრაბგერითი სხეულის კონტურირების მეთოდი, რომელიც განკუთვნილია ცხიმის უჯრედების დაშლისთვის არაინვაზიურად.

როგორ მუშაობს კავიტაცია?

ულტრაბგერითი ტალღების ზემოქმედებით ცხიმის უჯრედები „ფეთქდებიან“, შემდეგ კი ბუნებრივად გამოიყოფა ორგანიზმიდან ლიმფური სისტემის საშუალებით.

რამდენი სესიაა რეკომენდებული?

საშუალოდ საჭიროა 6–10 სესია, 3–7 დღიანი შუალედებით.

მტკივნეულია თუ არა პროცედურა?

პროცედურა უმტკივნეულოა, მაგრამ შესაძლებელია მსუბუქი სითბოს შეგრძნება ან ხმაურის აღქმა ყურში.

რომელ ზონებზე შეიძლება გამოყენება?

მუცელი, თეძოები, საჯდომი, ზედა ნაწილი ხელებისა, ზურგი და წელის ზონა.

შესაძლებელია თუ არა კავიტაციისა და ენდოსფეროს კომბინაცია?

დიახ. კომბინაცია ხშირად ზრდის ეფექტურობას – კავიტაცია შლის ცხიმს, ხოლო ენდოსფერო აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს და ამკვრივებს კანს.

აქვს თუ არა უკუჩვენებები?

კავიტაცია არ რეკომენდებულია ორსულობისას, ღვიძლის დაავადებების, თირკმლის უკმარისობის, კარდიოვასკულარული პრობლემების ან ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში.

ლაქტაციის დროს რჩევები და მხარდაჭერა:

  • შეიძლება ლოკალურად ჩატარდეს სხეულზე, მკერდის არესა და მუცელზე თავის არიდებით.
  • რეკომენდებულია დრენაჟული და მსუბუქი ტონიზაციის პროგრამა (არა აგრესიული ცელულიტის ან ღრმა მოდელირების რეჟიმი).
  • წინასწარ აუცილებელია ექიმის/გინეკოლოგის/ლაქტაციის კონსულტანტის თანხმობა.
  • მსუბუქი მასაჟი
  • პრესო თერაპია

რჩევები და რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებში

აუცილებელი პირობა რომ ზაფხული უსაფრთხოდ და ჯანმრთელად გავიაროთ გავითვალისწინოთ:

  • წყლის რეგულარული მიღება 
  • მზის ზემოქმედება კანზე ზომიერად დღეში არა უმეტეს 3 საათისა
  • ალკოჰოლი ზომიერად
  • მსუბუქი აქტივობა როგორც ზღვაზე ასევე მთაში დილით და საღამოს.