LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტად გადაფასებული და ზედმეტად ძვირი ტურისტული დანიშნულებები

142
Philippines_CanopyWalkElNido_Day_10.width-800

ავსტრალიელმა მოგზაურმა ბლოგერმა დაასახელა ორი ტურისტული დანიშნულება, რომელიც მისი აზრით მსოფლიოში ყველაზე ძვირი და უაზროდ გადაფასებულია. პროფესიონალი მოგზაური მიიჩნევს, რომ ამ ადგილების ნახვა ღირს, თუმცა არა იმ ფასად როგორც ამას დღევანდელი რეალობა გვთავაზობს.

პირველი დანიშნულება კი, რომელმაც მას იმედი ძალიან გაუცრუა, ფილიპინების კურორტი ელ-ნიდოა. „ის მშვენიერია, სუფთა კამკამა წყლით და ლამაზი ლანდშაფტებით. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, იქ ზედმეტად ბევრი ხალხია და ყველაფერი ძალიან ერთფეროვანია,“ – დააზუსტა ავსტრალიელმა.

გარდა ამისა, მოგზაურმა აღნიშნა, რომ ფილიპინებში დასვენება ბევრად უფრო ძვირია ვიდრე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში. ელ-ნიდოს ალტერნატივის სახით კი ბლოგერი ტურისტებს ფილიპინების კიდევ ერთ კუნძულს კორონს სთავაზობს.

მეორე ადგილი, რომლის შესახებაც ავსტრალიელმა ისაუბრა – პარიზია. „ეს არც ისე ლამაზი, იდეალური და რომანტიკული ადგილია, როგორც ბევრ ადამიანს წარმოუდგენია. ზამთარში აქ ყველაფერი ნაცრისფერია, ცივა და ქარი უბერავს, ზაფხულში, მე ვიტყოდი რომ პარიზი ლამაზია, თუმცა ყველგან იმდენი ხალხია რომ სიამოვნებას ვერ მიიღებთ.“

პროფესიონალმა ტურისტმა ისიც დაამატა, რომ პარიზი და ლონდონი ვიზიტორებს აბსოლუტურად განსხვავებულ შთაბეჭდილებებს აჩუქებენ იმის მიხედვით, თუ რამდენი ფული ექნებათ მათ დასახარჯავად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები