LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაზე მომაკვდინებელი მანქანა აშშ-ში” პენსიაზე გადის

120
Capture

“ყველაზე მომაკვდინებელი მანქანა აშშ-ში” მაინც გაჰყავთ პენსიაზე. ჩრდილოეთ ამერიკაში „მიცუბიშის“ წარმომადგენელმა ჯერემი ბარნსმა დაადასტურა, რომ „Mirage“-ის სედანები და ჰეთჩბეკები წლის ბოლოს ეტაპობრივად გაუქმდება. ბიუჯეტტუი და საიმედო, მაგრამ არაპოპულარული საქალაქო მანქანა მომავალ სამოდელო წელს აღარ გამოვა. თუმცა, იაპონური კომპანიის შეფასებით, სადილერო მარაგები კიდევ დიდხანს გაგრძელდება – დაახლოებით 2025 წლის ზაფხულამდე.

ჭორები Mitsubishi Mirage-ის შეცერების შესახებ ერთი წლის წინ გაჩნდა, მაგრამ შემდეგ იაპონურმა ბრენდმა უარყო წარმოების გარდაუვალი შეწყვეტა. მას შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ყველაზე იაფი ახალი მანქანის ტიტული Nissan Versa-მ აიღო.

საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS) 2023 წელს Mitsubishi Mirage-ს “შეერთებულ შტატებში ყველაზე მომაკვდინებელი ავტომანქანა” უწოდა. სტატისტიკის მიხედვით, მილიონ რეგისტრირებულ ავტომობილზე 205 ადამიანი დაიღუპა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ქვეყანაში. ამასთან, არ არსებობს პრეტენზია მისსაიმედოობაზე: ამ ბიუჯეტურ ავტოს 700 ათას კილომეტრამდე გავლა შეუძლია.

საინტერესოა, რომ კიდევ ერთი იაფი მოდელი – ზემოხსენებული Nissan Versa – ასევე გახლავთ პენსიაზე გასვლის საფრთხის ქვეშ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები