ექსპერტებმა აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიაში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანების ცხოვრების სტილი შეისწავლეს და მსოფლიოს უხუცესი ადამიანების მთავარი კვებითი ჩვევა დაასახელეს. ამის შესახებ Surrey Live წერს.
ქალაქი ლომა-ლინდას მაცხოვრებლებმა მეცნიერებს თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი საიდუმლო გაუმხილეს. ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორთა შორის დასახელდა – კალორიების შეზღუდვა, მცენარეული პროდუქტი რაციონში, ოჯახთან ბევრი დროის გატარება და ასევე შვრიის ფაფა საუზმეზე.
კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა ადამიანმა, მარკ ჯეტონმა მკვლევრებს უთხრა, რომ ცდილობს ყოველთვის ადრე გაიღვიძოს, დღეში მინიმუმ 6 ჭიქა წყალს მიირთმევს, შვრიის ფაფით საუზმობს და მას ქლიავის წვენს აყოლებს. შვრიის ფაფა ბევრი ხანდაზმულის საყვარელი საუზმეა, რაც მის ნოყიერ და სასარგებლო თვისებებით სავსე შემადგენლობას უკავშირდება.
ცნობილმა დიეტოლოგმა ჰელენ ბელმა დააზუსტა, რომ შვრიის ფაფა იმუნური სისტემის სტიმულირებას უწყობს ხელს, ქოლესტერინის დონეს არეგულირებს და გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, შვრიის გემოვნური თვისებები კარგად ეწყობა სხვა სასარგებლო პროდუქტსაც, ისეთს როგორიცაა – თხილეული თუ ხილი.