LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Zadig & Voltaire – ძალიან ფრანგული ბრენდი საქართველოში შემოდის

1511

პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” ქართველ მომხმარებელს კიდევ ერთ ფრანგული ბრენდის 2 ახალი სუნამო წარუდგინა. სუნამოები სახელწოდებით This is her და This is him ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის შეიქმნა და Zadig & Voltaire -ს ეკუთვნის.

როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, ახალი სუნამოს შეძენა მომხმარებელს ”ისი-პარის” ყველა ფილიალში უკვე დღეიდან, 7 მარტიდან შეუძლია. სუნამო სამნაირ შეფუთვაშია – 30, 50 და 100 მილილიტრიან შეფუთვებში. შესაბამისად, ღირებულებაც 140 ლარიდან იწყება და 250 ლარამდეა.

”Zadig & Voltaire- ეს არის ძალიან ფრანგული ბრენდი, რომელიც აქამდე საქართველოში წარმოდგენილი არ იყო. დღეიდან კი ამ ბრენდის სუნამოები მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთ პარფიუმერულ ქსელში, ”ისი-პარიში” გაიყიდება. ბრენდის შექმნას საფუძვლად უდევს ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის ვოლტერის შემოქმედება. სუნამოს არომატის კონცეფცია კი გახლავთ: როკი, არტი და პარიზი. როკი – როგორც ფული, არტი – როგორც ინსპირაცია და პარიზი – როგორც შთამომავლობა”, – განმარტა შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, Zadig & Voltaire მომხმარებელს ორ სუნამოს სთავაზობს – ეს არის This is her – ქალბატონებისთვის და This is him – მამაკაცებისთვის. This is her არის აქტიური, ბუნებრივი, თავდაჯერებულ , მგრძნობიარე და აუცილებლად, როკის მოყვარული ქალბატონებისთვის განკუთვნილი. რაც შეეხება მამაკაცებს და This is him-ს – ეს არის სუნამო თავისუფალი სულის, უდარდელი ჯენლტმენისთვის, რომელიც ყოველთვის თავის მამაკაცურობას ამტკიცებს.

რაც შეეხება სუნამოების შემადგენლობას, როგორც ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, მათში ჭარბობს: ვანილი, სანდალუზის ხე, ჟასმინი და გრეიფრუტი.

ახალი სუნამოების პრეზენტაციის პარალელურად, პარფიუმერული კომპანია ”ისი-პარი” გაზაფხულის დადგომას მოსახლეობას ტრადიციული ფასდაკლების აქციით ულოცავს. 1-დან 10 მარტის ჩათვლით, კომპანიის ყველა ფილიალში, სრულიად საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელი 20-დან 50%-ამდე ფასდაკლებით ისარგებლებს.

ცნობისთვის, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 5 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g