ტოკიოში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა სენსორი აშშ-ში დაბრუნდნენ. პაპარაცებმა 29 წლის ბიანკა ლოს-ანჯელესში, საყიდლებზე გადაიღეს. ის ამჯერად მეუღლის გარეშე გახლდათ წარმოდგენილი. რაც შეეხება სენსორის ჩაცმულობას, მას თეთრი, მაქმანებიანი კოლჰოტი და ამავე ფერის ექსტრა-მინი კაბა ამშვენებდა. სწორედ აღნიშნული „ლუქით“ შევიდა ჰიპ-ჰოპ არტისტის მეუღლე მაღაზიაში და საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინა.
ცნობისთვის, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ყველაზე ეპატაჟური წყვილმა ბევერლი-ჰილსზე 35 მილიონ დოლარად ახალი სახლი შეიძინა.
ვიდეო: ჰელოუინი არ გეგონოთ – კანიე უესტი და ბიანკა ჩენსორი ტოკიოს ღამის კლუბისკენ მიემართებიან
ფოტო: კანიე უესტი და ბიანკა ჩენსორის ტოკიოში გადაიღეს
„ყოველივე ამას ორგანიზებას ბიანკა უწევდა“ – კანიე უესტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ახალი დეტალები






