გეგე სულხანიშვილი შეყვარებულია. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს:
„გამარჯვებული ვარ, როცა შეყვარებული ვარ. პირველ რიგში, ამით სიბერეს ვამარცხებ. დღესაც შეყვარებული ვარ. ვურეკავ, ვხვდები. ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ქალბატონია და მე გახარებული ვარ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა მიყვარდეს და ისიც პატივს მცემდეს, მისგანაც რომ სითბოს ვგრძნობ, მიხარია.
კიდევ ერთხელ შექმნიდით ოჯახს?
არა და რატომ? ცოტა გვიან კი მივხვდი, მაგრამ თუ გინდა, სულ შეყვარებული იყო, ცოლი არ უნდა მოიყვანო (იცინის). დარჩეს მეექვსე მეუღლე ჩემს მეუღლედ, მაგრამ მეძინებოდეს და მეღვიძებოდეს საყვარელ ადამიანზე ფიქრით…“