LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის კაცი პენსიაზე გავიდა, უსაქმურობით დაიღალა და ისევ სამსახურში დაბრუნდა

43
0_imageedit_133_4694660072

ბრიტანელი ხანდაზმული უსაქმურობით დაიღალა და საავადმყოფოსთან მდებარე საქველმოქმედო მაღაზიაში მოხალისედ დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას Edinburgh live ავრცელებს.

დევიდ ფლაკერმა 100 წლის იუბილე 22 ივნისს იზეიმა. მამაკაცი ედინბურგში გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ავიაციაში მსახურობდა და ერთხელ ავიაკატასტროფასაც გადაურჩა. შემდეგ განათლება მიიღო და ავსტრალიაში გამომცემლად დაიწყო მუშაობა.
მოგვიანებით დევიდი შოტლანდიის დედაქალაქს დაუბრუნდა და 72 წლამდე ბეჭდვით საქმიანობაში იყო ჩართული. 72 წლის ასაკში კი კოლეგებმა დამსახურებულ პენსიაზე გააცილეს. თუმცა, ბრიტანელი მალევე მიხვდა, რომ საქმის გარეშე ყოფნა არ შეეძლო და სამსახურში გავიდა.

ხანდაზმული კვირაში 3 დღე მუშაობს და საკმაოდ ბევრი საქმე აქვს.

„სამსახურს დავუბრუნდი, რადგან უსაქმურობას ვერ ვიტან. ყოველთვის რაღაცას უნდა ვაკეთებდე. ხელები ადგილზე მაქვს და მუდმივად დაკავებული უნდა მქონდეს.“ – დააზუსტა ფლაკერმა.

მამაკაცს მაღაზიაში იდეალური წესრიგი აქვს შენარჩუნებული და მისი კლიენტებიც ყოველთვის კმაყოფილები არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები