ესპანეთში მცხოვრებმა 101 წლის ბოდიბილდერმა ქალმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უყვარს სპორტი და როგორ ახერხებს ასეთ ასაკში ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ამის შესახებ What’s the Jam წერს.
ინიაქსი ლასა, რომელიც ბეასაინის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ძალოვან ვარჯიშებს 94 წლის ასაკში დაუბრუნდა – მას შემდეგ, რაც მისი მომვლელი დაშავდა და სპორტდარბაზის აბონემენტი აჩუქა. ლასას განცხადებით, ის მანამდეც აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა.
„ველოტრენაჟორზე ვვარჯიშობდი, ბევრს ვსეირნობდი, მაგრამ ბოლოს დამარწმუნეს, რომ სპორტდარბაზში წავსულიყავი და გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში“, – ამბობს ის.
თავიდან ქალს ორი ინსტრუქტორი ეხმარებოდა, თუმცა მალევე ისწავლა ყველა ვარჯიში დამოუკიდებლად შესრულება – მათ შორის სიმძიმეების აწევა და სხვადასხვა ტრენაჟორზე ვარჯიში. ლასამ ყოველდღიურად ორი საათი აქტიური ფიზიკური დატვირთვა – თავისი დღეგრძელობის მთავარ საიდუმლოდ დაასახელა.
სხვა მიზეზებს შორის მან ჯანსაღი კვებაც აღნიშნა, ქალი პატარა რეგიონში ცხოვრობს და დიდი რაოდენობით მიირთმევს ბოსტნეულსა და ზეთისხილის ზეთს.
როდესაც ქალს ახალგაზრდებმა რჩევა სთხოვეს, მან თქვა:
„მთავარია – გქონდეს მიზანი, თუნდაც პატარა. საჭიროა მოტივაცია, რომ დილით ადგე და რაღაც გააკეთო.“