ჟურნალმა People 2021 წლის 100 საუკეთესო გამოგონება დაასახელა. სიაში ექსპერტებმა ისეთი ნივთები თუ მოწყობილობები მოახვედრეს, რომელიც ადამიანის ცხოვრების გასამარტივებლად და გასაუმჯობესებლადაა განკუთვნილი.
წელს გამოგონებები 27 კატეგორიად დაიწყო და მათ შორის მოხვდა – „გართობა“, „ჯანმრთელობა“, „ფიტნესი“, „აპლიკაციები“,“პროდუქტიულობა“, „სათამაშოები და თამაშები“,“ტრანსპორტი“, „მოგზაურობა“, „განათლება“ და სხვა.
გამოგონებებს შორის სპეციალისტებმა გადამუშავებული ბოთლებისგან დამზადებული ლეგო, ტექსტის გახმოვანების მოწყობილობა და მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა დაასახელეს.
განათლების კატეგორიაში ონლაინ სწავლა და დისტანციური გაკვეთილების მეთოდები გამოიყო.