2024 MTV Video Music Awards-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია. MTV-ის საიუბილეო, მე-40 მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება, რომელსაც ნიუ-იორკი უმასპინძლებს, 10 სექტემბერს გაიმართება.
პრემიის ,,ყველაზე ნომინირებულ” მომღერლად, ტეილორ სვიფტი დასახელდა. Მას 10, მათ შორის, ,,წლის არტისტის” ნომინაცია მიენიჭა, სადაც მისი კონკურენტები: არიანა გრანდე, ბედ ბანი, ემინემი, საბრინა კარპენტერი და SZA არიან. შარშანდელი VMAs ტოპ ნომინანტი და ტრიუმფატორიც, სვიფტი გახლდათ.



ცხრა ნომინაცია აქვს Post Malone-ს, ხოლო არიანა გრანდე, ემინემი და საბრინა კარპენტერი ექვს-ექვს ნომინაციაში არიან წარდგენილი.
Megan thee Stallion-სა და SZA-ს, Ხუთ-ხუთი ნომინაცია შეხვდათ.
ოთხ-ოთხ ნომინაციაში გამარჯვებისთვის, ოლივია როდრიგო, ტედი სუიმსი და ლისა იბრძოლებენ.

Moon Person-ის მოპოვებას ასევე ბილი აილიში, დოჟა ქეთი, ბედ ბანი, დუა ლიპა, ბიონსე და სხვები შეეცდებიან.
ბიონსე MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე იმღერებს
დაჯილდოების თემატურ, მთავარ ნომინაციაში – ,,წლის ვიდეო” გამარჯვებისთვის არიანა გრანდეს, ბილი აილიშის, დოჟა ქეთის, ემინემის, SZA-ს და ტეილორ სვიფტისა და Post Malone-ის უახლესი ჰიტების კლიპები იბრძოლებენ.


ნომინანტებისთვის ხმის მიცემა საქართველოდანაც შესაძლებელია. 2024 MTV Video Music Awards-ის ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.