LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე იმღერებს

142
Beyonce-VMA-2016

დიდი ხნის შემდეგ, ბიონსე MTV Video Music Awards-ზე იმღერებს. ბოლოს, მისი პერფორმანსი შოუზე 2016 წელს შედგა. ახალი, ქანთრით ინსპირირებული დისკის – Cowboy Carter გამოშვების შემდეგ, ბიონსე მსმენელის წინაშე არ წარმდგარა.

ბიონსეს ახალ დისკში მაილი საირუსთან და Post Malone-თან დუეტები შედის – ვარაუდები არ გამართლდა

Queen Bey დაჯილდოების 40 წლიან ისტორიაში, როგორც სოლო შემსრულებელი, პირველი და ერთადერთი ქალი არტისტია, ვისაც ყველაზე მეტი პრემია აქვს მიღებული. 42 წლის მომღერლის ანგარიშზე, 27 Moon Person-ია. მათ შორისაა სპეციალური, ,,მაიკლ ჯექსონის ვიდეო ავანგარდის ჯილდო’’, რომელიც მას 2014 წელს მიანიჭეს.

ბიონსეს სულ რაღაც 4 ჯილდოთი ჩამორჩება ტეილორ სვიფტი, რომელთანაც ღონისძიების ორგანიზატორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა სცენაზე ისიც ვიხილოთ.

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების გამართვის თარიღი და ადგილი ცნობილია

MTV-ის საიუბილეო, მე-40 მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება 10 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაიმართება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები