საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 337.95 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.4%-ით მეტია 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე.
გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს (63.71 მილიონი აშშ დოლარით), მეორე ადგილზე იტალიაა (58.67 მილიონი აშშ დოლარით), მესამეზე კი – რუსეთის ფედერაცია (43.47 მილიონი აშშ დოლარით).
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 40.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
