LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 298 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

107
ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია 2024 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს (57.84 მილიონი აშშ დოლარით), მეორე ადგილზე იტალიაა (50.31 მილიონი აშშ დოლარით), მესამეზე კი – რუსეთის ფედერაცია, (38.49 მილიონი აშშ დოლარით).

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 36.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.3%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g